87 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკის უზენაესი სასამართთლოს მოსამართლე, რუთ ბეინდერ გინსბურგი.
იგი მეორე ქალი მოსამართლე იყო ამერიკის უზენაესი სასამართლოს ისტორიაში.
უზენაეს სასამართლოსთან მოქალაქეები არიან შეკრებილნი და პატივს მიაგებენ ლეგენდარული მოსამართლის ხსოვნას.
გინსბურგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა: “დღეს ერი გლოვობს კანონის ტიტანის გარდაცვალებას, მისი მოსაზრებები, მათ შორის ცნობილი გადაწყვეტილებები ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის შესახებ, იყო ინსპირაცია ყველა ამერიკელისათვის და ბრწყინვალე გონების იურისტების თაობებისთვის”.
რუთ გინსბურგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე 1993 წლის 14 ივნისსს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა წარადგინა. იგი ცნობილი იყო თავისი ლიბერალური შეხედულებებით და გადაწყვეტილებებით.