ამერიკა ნატო-ს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს - ბაიდენი

პუბლიკა

„მე არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამერიკის ვალდებულებები ნატო-ს მიმართ უცვლელია, ალიანსის მეხუთე მუხლი არის წმინდა ვალდებულება. ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს“ – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთში, „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„წლების წინ, როდესაც ნატო-ს ვაფართოვებდით, მე ამერიკის სენატში ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ყველაზე მეტად ემხრობოდა ნატო-ში ბევრი თქვენგანის გაწევრიანებას. როგორც ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგი, თქვენ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის მოწინავე ხაზზე ხართ და ყველაზე კარგად იცით, რა დევს სასწორზე ამ კონფლიქტში – არა მხოლოდ უკრაინა, არამედ თითქმის მთელი ევროპის თავისუფლება და დემოკრატია“, – განაცხადა ბაიდენმა.