აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის თავდაცვის სფეროსთვის დამატებით 800-მილიონიანი დახმარების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.
ახალი დახმარება თავდაცვის სფეროში ითვალისწინებს სტრინგერის 600 რაკეტას, 9 000 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსს, 2000 ჯაველინს, უპილოტო საფრენი აპარატების თვალთვალის რადარებს.
„უკრაინის მამაც კაცებსა და ქალებს ასევე გავუგზავნით ყუმბარმტყორცნებს, 7 ათას სასროლ იარაღს, 40 მილიონ ტყვიას, 200 ერთეულ ტყვიამფრქვევს, ვერტმფრენებს, საპატრულო ნავებს, სატელიტური გამოსახულებასთან, ჯავშანჟილეტებთან, ჩაფხუტებთან და სხვა ტაქტიკურ აღჭურვილობასთან ერთად“, – განაცხადა ბაიდენმა.