საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დეგრადირებული.
„მისი სასიცოცხლო პარამეტრები არის ზღვარზე, რის მერეც ჩვენ კოლაფსი გველოდება. კოლაფსში მისი სიცოცხლის მოსპობას ვგულისხმობ, – ეს განცხადება ადვოკატმა, კლინიკიდან გამოსვლისას გააკეთა, სადაც თავისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.
მისივე თქმით, სააკაშვილი დღეს ამერიკელმა ექსპერტმა, შახინ ემანუილ ლახანმაც მოინახულა, რომელიც ვითარებს აფასებს, როგორც საგანგაშოს.
„პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ, მას შემდეგ, რაც მის ოთახში პროკურატურის წარმომადგენლები შეიჭრნენ და სასამართლო სხდომის გამართვას შეეცადნენ, მაღალი წნევისა და შეტევის ფონზე გონება დაკარგა. გონების დაკარგვის ეპიზოდი არ არის პირველი”. – ამბობს ადვოკატი.