ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

პუბლიკა

ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არაერთი ჯილდოს მფლობელმა წამყვანმა 60-წლიანი კარიერის განმავლობაში ათასობით ინტერვიუ ჩაწერა მსოფლიოს სხვადასხვა გავლენიან ადამიანთან როგორც პოლიტიკის, ასევე კულტურის სფეროში. მას 25 წლის განმავლობაში CNN-ზე მიჰყავდა საავტორო გადაცემა.

ლარი კინგის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურების შემდეგ გადაიყვანეს. მას ასევე სხვადასხვა თანმხლები დაავადება აწუხებდა.