ამერიკის საელჩომ საქართველოში დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. განცხადებას ამის შესახებ საელჩო თავისი Facebook-გვერდზე ავრცელებს
„დღეს ელჩმა დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა. ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – წერია საელჩოს განცხადებაში.
ამერიკის სენატმა კელი დეგნანის კანდიდატურას საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დეკემბერში დაუჭირა მხარი.