ამერიკის მთავრობა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აშშ-ს მთავრობის სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ამერიკას და საქართველოს აკავშირებს ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთობის ძლიერ სიყვარულზე”. – ამბობს პომპეო.

მისი თქმით, აშშ რჩება ერთგული მხარდამჭერი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„აშშ აფასებს საქართველოს ინვესტიციას საკუთარი თავდაცვის საშუალებების გაძლიერებას და მის მნიშვნელოვან კონტრიბუციას საერთაშოიროს უსაფრთხოებაში, მათ შორის ნატოს მისიაში ავღანეთში.  ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობენ და პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებმაც ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის.

მომავალ წელს ჩვენ კიდევ უფრო ველით ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებას, რამეთუ საქართველო ატარებს რეფორმებს, რომლებიც აძლიერებს დემოკრატიულ პროცესებსა და კანონის უზენაესობას, რომელიც განმტკიცებული იქნება დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით.  ჩვენ ძლიერ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და მის მცდელობებს დაძლიოს კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული სიძნელეები. მსგავსი კრიზისების დროს ცხადად ვგრძნობთ ნადვილ სიღრმესა და ფასეულობას იმ მეგობრობისა, რომელიც ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!” – – წერს პომპეო.