ამერიკულმა გამომცემლობამ ხარატიშვილის ახალ რომანზე საავტორო უფლებები შეიძინა

პუბლიკა

მწერალთა სახლის ცნობით, ცნობილმა ამერიკულმა გამომცემლობამ, „ჰარპერ კოლინსმა“ ნინო ხარატიშვილის ახალ რომანზე „The Lack of Light“ საავტორო უფლებები წიგნის გამოცემამდე შეიძინა.

მათივე ცნობით, რომანზე საავტორო უფლება, აშშ-ის გარდა, 9 ქვეყანამ უკვე შეიძინა. წიგნი 2022 წლის გაზაფხულზე გამოიცემა.