კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი სენატში საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე მოსმენას გამოეხმაურა.
„ამერიკულმა მხარემ ქართულ ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას უთხრა ცალსახად, რომ „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და ამ კურსისთვის არასდროს გადაუხვევია.
ასევე აშშ-ის პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ეყრდნობა ეუთო/ოდირის შეფასებას და ეუთო/ოდირისა და ყველა სხვა საერთაშორისო დამკვირვებლის შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნები იყო თავისუფალ გარემოში ჩატარებული, კონკურენტული და აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს.
ასევე ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ჩვენს ოპოზიციას უთხრა ის, რაც არის ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანი – მათ უთხრა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ოპოზიცია ამას სწორედ ასე გააკეთებს“, – აცხადებს წულუკიანი.