ამილახვარი: 2023 წლის სექტემბრიდან, 4 000-მდე სტუდენტმა აღიდგინა სტუდენტის სტატუსი

პუბლიკა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2023 წლის სექტემბრიდან, 4 000-მდე სტუდენტმა აღიდგინა სტუდენტის სტატუსი და დაუბრუნდა სასწავლო პროცესს.

„2023 წლის სექტემბრიდან ასეთი არის 4 000-მდე სტუდენტი, ვინც მყისიერად აღიდგინა სტატუსი და დაუბრუნდა სასწავლო პროცესს. თავისუფალი ნების პირობებში ყველა კერძო უნივერსიტეტს სრულიად ფინანსური გარიგება შევთავაზეთ. ეს პრაქტიკულად მიუღებელი შემოსავალი იყო უნივერსიტეტებისთვის.

მხოლოდ ორი უნივერსიტეტი არ შემოუერთდა. არ დავასახელებ ამ უნივერსიტეტების სახელებს, საზოგადოებამ კარგად იცის. რატომ არ შემოუერთდნენ? არ ვიცი. კითხეთ თქვენ. როგორ შეიძლება არ შემოუერთდე ასეთ ინიციატივას, მაშინ როდესაც სახელმწიფო გეუბნება, რომ რაც საბაზრო ღირებულება არის ჩვენ ამ თანხას გადავიხდით და ყველა კერძო უნივერსიტეტი ბოლო თეთრამდე მიიღებს იმ თანხას, 2-3 თვე ავიღეთ ამისთვის და ეტაპობრივად ყველას ჩაერიცხება. ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთო? როგორ შეიძლება დავაძალოთ და დავავალდებულოთ კერძო უნივერსიტეტი?” – განაცხადა ამილახვარმა.

2023 წლის 15 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს 40 მილიონი ლარის დავალიანება გაუნულდებათ და, სურვილის შემთხვევაში, სტატუსის აღდგენა შეეძლებათ.