განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სახელმწიფო ენის კვლევის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით კონსულტანტად მაია მენაღარიშვილი დანიშნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მაია მენაღარიშვილს სახელმწიფო ენის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელმძღვანელობდა სარედაქციო დეპარტამენტს; ბოლო წლებში იკავებდა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას – კურირებდა სახელმწიფო ენის მიმართულებას.
მენაღარიშვილი X მოწვევის პარლამენტის წევრია.