ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა. ეს ინფორმაცია მან სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ (IPN) დაუდასტურა.

გამყრელიძის ცნობით, თვითიზოლაციაში გადასვლის მიზეზი თენგიზ ცერცვაძე არ გამხდარა. როგორც გამყრელიძე IPN-ს ეუბნება, გუშინ და გუშინწინ ბევრ ინფიცირებუთან ჰქონდა კონტაქტი და ამის გამო გადაწყვიტა თვითმონიტორინგი. გამყრელიძისვე თქმით, ის რეგულარულად იკეთებს ტესტს, ამჟამად სიმპტომები არ აქვს და ტესტის საჭიროება არ დგას.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს და მეუღლეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, მათ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა აქვთ, სახლში მკურნალობენ და თავს კარგად გრძნობენ.