დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თვითიზოლაცია დაასრულა, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში ადასტურებენ.
ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში 17 ნოემბერს გადავიდა. მისი ცნობით, მას ბევრ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი და საჭიროებდა თვითმონიტორინგს.