„ამის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია" - კალაძე „პრაიდის" კვირეულზე

პუბლიკა

„რაც შეეხება ზოგადად პრაიდის კვირეულს, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება. იმიტომ, რომ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც ეს შეიძლება არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს”, – აცხადებს პარტია „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ამის გამო უნდა შეიზღუდოს თუ არა ადამიანების გამოხატვის თავისუფლება? კალაძეს მიაჩნია, რომ:

„გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, ვერც ერთ შემთხვევას, ადამიანის გამოხატვის თავისუფლება რომ შეზღუდულიყო“, – განაცხადა კალაძემ.


Tbilisi Pride-ის ორგანიზებით, 5 ივლისს „ღირსების მარში“ იმართება. ორგანიზატორების თქმით, გარდა „ღირსების მარშისა“, მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. „ღირსების მარშის“ სლოგანი იქნება – „გამოდი სოლიდარობისთვის”.