თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.
„ამჯერად, მე მინდა, რომ დუმილის უფლება გამოვიყენო. გავიარო ადვოკატებთან, თავიდან მივცე ჩვენება და…”, – განაცხადა მან.
ის დაეთანხმა დაცვის მხარის მოთხოვნას, მის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.