Amnesty International: გვარამიას განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ

პუბლიკა

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში Amnesty International-ის დირექტორი მარი სტრუტერსი „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორი შეშფოთებას გამოთქვამს და სასამართლოს განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული უხეში დევნა მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ. მას ახლა გისოსებს მიღმა წლები ემუქრება, რადგან მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას განსხვავებული ხმების ჩასახშობად. ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

Amnesty International ღრმად შეშფოთებულია ამ საქმის უკან არსებული პოლიტიკური მოტივებით, რომელიც შექმნილია გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად. ორგანიზაცია შეშფოთებულია, რომ ამ საქმეში არ იყო ბრალის წარსადგენად საკმარისი დანაშაული, რაც დაადასტურა საერთაშორისო გამჭვირვალობამ და საქართველოს სახალხო დამცველმა, რომელიც აკვირდებოდა სასამართლო პროცესს. როგორც ეს საქმე მიდის გასაჩივრებაში, ეს საკითხები უნდა გადაიჭრას.

ნიკა გვარამიას განაჩენი ხაზს უსვამს მზარდ შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების დაქვეითებასთან დაკავშირებით და ავლენს ხელისუფლების მზარდ გავლენას სასამართლოებზე რიგ საქმეებში, რომლებიც მიზნად ისახავს მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას“, – აცხადებს Amnesty International.


ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელსა და მეწილეს, ნიკა გვარამიას 2022 წლის 16 მაისს სასამართლომ 3 წელი 6 თვე მიუსაჯა. მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.