პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილავენ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანსაც.
კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტის მიხედვით, გათვალისწინებულია ცვლილება 164¹ მუხლში (ამომრჩევლის მოსყიდვა).
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამომრჩევლის მოსყიდვის ნაწილში მკაცრდება რეგულირების მექანიზმი, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლისთვის 100 ლარამდე თანხის გადაცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას (დაჯარიმებას) გამოიწვევს.
დღეს მოქმედი ნორმით, ამომრჩევლისთვის 100 ლარამდე თანხის გადაცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს.
კანონპროექტის ინიციატორები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი არიან.