ტრამპმა ჯორჯიის შტატზე გათვლილ რეკლამაში შეცდომით საქართველოს ფოტო გამოიყენა

პუბლიკა

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა,  ციფრული საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის სამიზნეც „რესპუბლიკური პარტიის“ ამომრჩევლები უნდა ყოფილიყვნენ შტატ ჯორჯიაში, მაგრამ გამოყენებული ფოტო საქართველოს ასახავს და როგორც  Telegraph წერს,  ფოტოზე ასახულია ზემო სვანეთის ხედები.

„ყურადღება საქართველო” – ასე იწყება რეკლამის ტექსტი, რომლითაც ტრამპი მოუწოდებს შტატში მცხოვრებლებს, შეწყვიტონ რასაც აკეთებენ და შეამოწმონ საარჩევნო რეგისტრაციის სტატუსი.

„მხოლოდ რამდენიმე ხმა გადაწყვეტს ამ არჩევნებს. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ინფლაცია, დავიცვათ ჩვენი საზღვრები, შევამციროთ გადასახადები და გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული!“ – წერია რეკლამაში.

ამ გზავნილს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ნაჩვენებია მთები, ყვავილებიანი მდელო, ფოტოს აქვს წარწერა „დარეგისტრირდით ტრამპისთვის ხმის მისაცემად”.