ან ხვალ გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან უნდა დავიწყოთ მოქმედება - მელია

პუბლიკა

„ხვალ სასამართლო იმას კი არ წყვეტს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი, არამედ იმას, უნდა იცოცხლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თუ არა”, – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ან ხვალ ყველა ერთად გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან ყველამ, ვისაც გვაქვს სახელმწიფოებრივი და ჰუმანური პოზიცია უნდა დავიწყოთ მოქმედება და გავაკეთოთ ყველაფერი – რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია – შესაძლებლობების ზღვარზე და მის მიღმაც!

ყველას გვახსოვს 1993 წლის დეკემბერში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც გადაწყვიტა არა მხოლოდ ერთი ადამიანის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბედი, არამედ ქვეყნის შემდგომი უბედობა! ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს არჩევანი, რომელიც შეიძლება სულ მალე აღარ გვქონდეს! ჩვენ არ უნდა დავუშვათ არ გვქონდეს არჩევანი, არ უნდა დავუშვათ მოკლული იქნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მინდა ყველამ მკაფიოდ გაიგოს და კარგად შეიგნოს, გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ მეთოდს ამისათვის“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ხვალ, 22 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეს განიხილავენ.