ანა დოლიძემ მეორე ტურთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა

პუბლიკა

ანა დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ანა დოლიძის თქმით, პარტიამ ჩაატარა შიდაპარტიული პლებისციტი და გადაწყვიტა, რომ თავი შეიკავონ მეორე ტურთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან.

“პარტია ხალხისთვის შეიქმნა მთავარი მიზნით, რომ გავარღვიოთ ის ორპოლუსიანობა, რომელიც არის ჩვენს წინაშე და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება აეწყოს საქმიან დღის წესრიგზე. ეს მომავლის პარტიაა. ამ დღის წესრიგს დაუჭირა მხარი 23 ათასმა ადამიანმა 2 ოქტომბერს. ამავე დროს სამწუხაროდ 3 ოქტომბრის რეალობამ დაგვაყენა არასასიამოვნო გამოწვევის წინაშე. ისევ ორპოლუსიანი არჩევანი გვაქვს. ეს რეალობა გასათვალისწინებელია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ განსხვავებული გადაწყვეტილება. ჩავატარეთ შიდაპარტიული პლებისციტი. 200 წევრს დავუკავშირდით და ვესაუბრეთ არაერთ მხარდამჭერს. პატივს ვცემთ რა ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრებებს და პატივს ვცემთ დემოკრატიას. ჩვენ, პარტიის მმართველობითმა ორგანომ, გადავწყვიტეთ, რომ თავი შევიკავოთ მეორე ტურთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან. ჩვენ მხარს ვუჭერ ჩვენი წევრების და მხარდამჭერების თავისუფალ არჩევანს.” – განაცხადა ანა დოლიძემ.