ანა დოლიძემ პარტია „ხალხისთვის“ დააფუძნა. ყრილობა „არტოს ბაღში“ შედგა. პარტიაში 300 ადამიანი დარეგისტრირდა.
„პარტია „ხალხისთვის“ იქნება კონცეტრირებული მხოლოდ ხალხის პრობლემების გატანაზე და გადაწყვეტაზე. ამას ჰქონდა დიდი მხარდაჭერა დიდუბე-ჩუღურეთში და ამას ექნება დიდი მხარდაჭერა მოსახლეობაში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძემ ანა სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ 1 წლის წინ დააფუძნა. მოძრაობის დაფუძნებამდე დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო.