ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა

პუბლიკა
content image

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა და პრეზენტაცია თბილისში, პარლამენტის წინ გამართა.

ანა დოლიძის განცხადებით, სამოქალაქო მოძრაობის დაარსების მიზეზი პოლარიზებული პოლიტიკური გარემოა, რომელშიც ორი პოლიტიკური პარტია ერთმანეთის ბულინგზეა გადასული და ავიწყდებათ მოქალაქეები. ასევე, ერთ-ერთი მიზეზად ასახელებს იმას, რომ მოქალაქეებს თავის განვითარების საშუალება არ აქვთ და თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნის სასარგებლოდ ვერ იყენებენ; ანა დოლიძის თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ჩამოყალიბებული აქვთ „პრივილეგირებულ პირთა კლასტერი” და ქვეყანაში შექმნილი ყველა სიკეთე ამ წრეში ნაწილდება.

ანა დოლიძემ ყურადღება გაამახვილა იმ კანონპროექტზე, რომელსაც დეპუტატები პარლამენტში დღეს განიხილავენ და განაცხადა, რომ მთავრობა, ნაცვლად იმისა, ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმაზე ფიქრობდეს და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავდეს, კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას აწესებს, რათა ამ გზით ძალაუფლება განიმტკიცოს;

„ვერთიანდებით ადამიანები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ბრძოლის; ბრძოლის ისტორია; ბრძოლის სამართლიანობისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის, იმისთვის, რომ შევქმნათ ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის”, – განაცხადა დოლიძემ.

მანიფესტი ხალხისთვის გამოქვეყნებულია ანა დოლიძის ფეისბუქგვერდზე.

https://www.facebook.com/Drannadolidze/posts/703003503792522?__tn__=K-R