ანა დოლიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პუბლიკა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ეს არის ახალი ძალა, რომელიც იბრძოლებს ორპოლუსიანობის მიღმა.

პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატები არიან:

ვაკე –  პარტიის სიის პირველი ნომერი ალექსანდრე რატიშვილი – ბიზნესმენი.

სამგორი –  ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

ანა დოლიძის თქმით, ის საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი და დირექტორია. ასევე, ფერმერული რძის პროდუქტების დახმარების ფონდის დამფუძნებელი.

დიდუბე – ნინო წულაძე – ჯიპას საერთაშორისო სამართლის მაგისტრანტი. ლიეტუვას მთავრობის სტიპენდიანტი.

ჩუღურეთი – სერგო ლომიძე – ეკონომისტი და იურისტი.

საბურთალო – თამარ ჭიჭინაძე – ექიმი თერაპევტი.

მთაწმინდა – ნინო ქოქოსაძებიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, ადამიანური რესურსების მენეჯერი;

ისანი – კობა კობახიძე – იურისტი, სამართლის ექსპერტი, საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი;

კრწანისი – მაია კეკუა – ექიმი.

ნაძალადევი –მიხალის ირემაძე. ანა დოლიძის თქმით, იურისტი, მწერალი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი;

გლდანი – ირაკლი თედორაძე – იურისტი, იურიდიული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის მმართველი.