ანა წითლიძემ და საკრებულოს ახალმა წევრებმა ზუგდიდის პოლიციასთან აქცია გამართეს

პუბლიკა

ზუგდიდში, პოლიციის შენობის წინ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ანა წითლიძემ, რამდენიმე მოქალაქესთან ერთად აქცია გამართა.

„ბიძინას ფოტო მივუტანეთ, როგორც სიმბოლო იმისი რომ ბიძინას დავალების შემსრულებლად იქცა ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია“,- აცხადებს წითლიძე.

სამართალდამცავებმა მათ შენობიდან 20 მეტრის დაშორებით დადგომისკენ მოუწოდეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„კიდევ ერთხელ ვნახეთ ამით, თუ რას წარმოადგენს ქართული პოლიცია. შეშინებული ქართული პოლიცია, რომელსაც ეშინია ოთხი გოგოსი, რომელებიც აბსოლუტურად მშვიდად, წყნარად მოვედით ამ ფოტოთი, რომელიც გვინდოდა გადაგვეცა პოლიციისთვის, პოლიციის უფროსისთვის, რომ ჩამოიკიდონ ოთახში“,-  განუცხადა ჟურნალისტებს წითლიძემ.