„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციით, დარჩელის შტაბში პროვოკაციის მოწყობა სცადეს.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შტაბში შემოგვივარდნენ შეურაცხყოფებით. ერთი-ერთი იყო მამუკა ქორთუშვილი, „ოცნების“ აქტივისტი. პროვოკაციას ხელმძღვანელობდა ოთარ კოდუა დათო კოდუას მამა რომელმაც ჩემი შტაბის წევრს უთხრა „დაგკუწავ და ენას ამოგაძრობო“, – დაწერა მან.
დავით კოდუა „ქართული ოცნების“ დელეგატია.
ანა წითლიძე წერს, რომ „დათო კოდუას დელეგატად დასახელების შემდეგ მამამისის, ოთარ კოდუას მიერ მოწყობილი პროვოკაციები რამდენჯერმე აირიდა“.
„მათ შორის, დარჩელის ოფისის გახსნამდე უკადრებელი იკადრეს მაგრამ გავატარე. (ამის მტკიცებულებებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გადავცემ) სამი დღეა დარჩელის შტაბი გაიხსნა და გიჟებს გვანან. მოვარდნები, მუქარები, გინებები და მერე გაქცევები). იციან, რომ პირწმინდად აგებენ ზუგდიდში და სამეგრელოში“, – წერს წითლიძე.