„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრიმა ანა წითლიძემ 29 ოქტომბერს საკუთარ Facebook-გვერდზე განაცხადა, რომ დააკავებულია ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსსა და პარტიის მხარდამჭერ ამირან ჯანაშიას.
„ჩვენი ინფორმაციით, იარაღი ჩაუდეს ჩვენს მეგობარს და თანამებრძოლს, ყოფილ ძალოვანს ამირან ჯანაშიას რომელიც გვეხმარებოდა სოფელ რუხში. რამოდენიმე დღის წინ თვითონ დაწერა პოსტი რომ ამაზე ინფორმაცია გვქონდა. მაინც ვერ გაგვაჩერებთ“, – აცხადებს წითლიძე.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ ამირან ჯანაშია დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
20-21 ოქტომბერს სამეგრელოში შსს-მ დააკავა ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.