ანატოლი გიგაურის ფოტოები „პუბლიკის“ არქივიდან

მინდია გაბაძე

სინდისის პატიმრის, ანატოლი გიგაურის ფოტოები „პუბლიკის“ არქივიდან.

აქციების დროს დაკავებულ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 12 აგვისტოს გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, ივნისის ბოლოს სასამართლოში მედიისთვის მუშაობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

ჟურნალისტები დღემდე ვერ იღებენ სასამართლო პროცესებს, მათ შორის, სინდისის პატიმრების საბოლოო სიტყვასა და განაჩენებს.