ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება - იუსტიციის მინისტრი

პუბლიკა

ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება დარწმუნებული ვარ, რომ სრული კონსენსუსით იქნება მიღებული, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან.

ბრეგაძის თქმით, გასათვალისწინებელია ხელისუფლების, ასევე სასულიერო პირთა ინტერესები.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს პატრიარქ ილია II-ის წერილს, რომელიც მან ირაკლი ღარიბაშვილსა და თეა წულუკიანს გაუგზავნა.

კათოლიკოს-პატრიარქი ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას მოითხოვს.