დღეს, 13 იანვარს საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე ლაშა ბუღაძესთან, პაატა ციკოლიასთან და რამდენიმე სხვა აქტივისტთან ერთად „საქართველოს ბანკისა” და „თიბისი ბანკის” დირექტორებს, არჩილ გაჩეჩილაძეს და ვახტანგ ბუცხრიკიძეს შეხვდება.
მათი მოთხოვნაა, ბანკების ხელმძღვანელებმა დადონ პირობა, რომ თანამშრომლებს ხელს არ შეუშლიან გაფიცვაში, რომელიც დაგეგმილია 15 იანვარს 15:00-დან 18:00 საათამდე. ასევე, რომ არ დასჯიან იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამაში მონაწილეობას მიიღებენ.
ისინი უკვე შეხვდნენ „საქართველოს ბანკის” დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიკა გუნცაძემ თქვა, რომ მისგან მათი მოთხოვნის შესრულების პირობა მიიღეს.
„თიბისი ბანკის” დირექტორთან, ვახტანგ ბუცხრიკიძესთან შეხვედრა 15:00 საათზეა დაგეგმილი.