ანონომური ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous აცხადებს, რომ მათ გამორთეს პროპაგანდისტული მედია POSTV-ის და მმართველი პარტია „ქართული ოცნების” ვებსაიტები.
საიტები უკვე რამდენიმე საათია, გამორთულია.
Anonymous-ის განცხადებაში წერია:
„ანომიმუსმა” წაშალა საქართველოს მმართველი პარტიის (http://gd.ge) და მასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული მედიის POSTV (http://postv.media) ვებგვერდები.
საქართველოს რუსეთის მიერ მართულ მარიონეტულ ხელისუფლებას: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ უგულებელყავით ჩვენი მოხოვნა, შეგეწყვიტათ პოლიციური სისასტიკე დემონსტრანტების წინააღდმდეგ და განაგრძეთ მათზე ძალადობა, შევიწროება და დაზიანება. თქვენივე მოქალაქეების წინააღმდეგ არაადამიანური საქციელისთვის ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ყველა ვებ რესურსის დაზიანებას და გამორთვას.
ეს არ არის მუქარა, ეს პირობაა. სანამ სამართალი არ იზეიმებს, მას ჰაკერული თავდასხმები და პროტესტი ჩაანაცვლებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მიზეზი გაამართლებს თავდასხმას თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე.
გახსოვდეთ: საქართველო არ არის რუსეთი და არც არასდროს იქნება”.
?Anonymous has taken down the websites of Georgia’s ruling party (https://t.co/x308tB4f5U) and its affiliated propaganda media outlet POSTV (https://t.co/agcw4dEyOf)
– To the puppet government of Georgia, controlled by Russia: Despite our warning, you have decided to disregard… pic.twitter.com/6mnCeim9Zn
— Anonymous TV ?? (@YourAnonTV) May 1, 2024
Anonymous-მა გაფრთხილება გუშინ გამოაქვეყნა. ისინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ძალადობივ დარბევას გამოეხმაურნენ. მათ აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ არ არიან მარტო. ასევე თქვეს, რომ აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევდა სამთავრობო უწყებების შესახებ ინფორმაციების გავრცელებას.