„anonymous“-თან დაკავშირებით მე ცოტა სიფრთხილეს გამოვიჩენდი. შეიძლება, ეს რუსეთის სპეცსამსახურების კარგად დამუშავებული სპეცოპერაციაა. მოვისმინეთ, რომ მათ უნდა გამოაქვეყნონ რუსეთის აგენტების სია. ხომ შეიძლება, რომ ეს იყოს რუსული სპეცოპერაცია და ისეთი ადამიანები განეიტრალდნენ, რომელთა განეიტრალებაც არ შეიძლება“, – ამბობს კობა ნარჩემაშვილი „პალიტრანიუსთან“.
ნარჩემაშვილისთვის წამყვანს „anonymous”-თან დაკავშირებით კითხვა არ დაუსვამს. „არ დაგისვამთ კითხვა, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, ჩემი აზრია” – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ჰაკერულმა დაჯგუფებამ, anonymous-მა, რუსეთს კიბერომი გამოუცხადა. მათი თავდაპირველი სამიზნე რუსული პროპაგანდისტული საშუალებების ვებგვერდები იყო. მათ ასევე განაცხადეს, რომ გაავრცელებენ რუსეთის აგენტების სიებს.
კობა ნარჩემაშვილი საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი. ის ვარდების რევოლუციის დროს შევარდნაძის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.