ანრი ოხანაშვილის მხრიდან თამარ ჩიხლაძის შეურაცხმყოფელ განცხადებას ქარტია ეხმაურება

პუბლიკა

„ტვ პირველის“ ეთერში, დიანა ტრაპაიძის დღის ამბების გადაცემაში ანრი ოხანაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი და წამყვანი თამარ ჩიხლაძე გააკრიტიკა და შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოიხსენია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ანრი ოხანაშვილის მხრიდან თამარ ჩიხლაძის შეურაცხმყოფელ განცხადებაზე განცხადებას ავრცელებს.

„ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხორციელდება ხელისუფლების მიზანმიმართული შეტევა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მატარებელი ტელევიზიის მიმართ. ქარტიის საბჭო გმობს აღნიშნულ ფაქტებს, მოუწოდებს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ჟურნალისტების მიმართ მსგავსი, აგრესიული ფორმით თავდასხმისგან და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შეახსენებს, რომ ნებისმიერი შესაძლო ჟურნალისტური შეცდომა უნდა განიხილებოდეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

მედიის მიმართ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების განგრძობითობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ებრძვის კრიტიკულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის თავისუფლად მუშაობას.” –ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.