გიორგი დგებუაძე სამართლის დოქტორი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
მანამდე ის იკავებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობას საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.
„ქართული ოცნების” იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გიორგი დგებუაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა კიოლნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართლის ინსტიტუტისა და ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის კვლევით პროექტებში; იყო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სააპელაციო პალატის მოწვეული სპეციალისტი.
ანრი ოხანაშვილს გიორგი დგებუაძის ჩათვლით ახლა 5 მოადგილე ჰყავს: ლევან ხარანაული; ირაკლი ბერაია; ბექა ძამაშვილი; ნიკო თათულაშვილი.