ანტისხეულზე დამყარებული 20,000 სწრაფი ტესტი გზაშია - ტიკარაძე

პუბლიკა

ეკატერინე ტიკარაძემ შესყიდვების სამსახურის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებზე დაყრდნობით საკოორდიანციო საბჭოს ბრიფინგის დასრულების შემდეგ განმარტება შესყიდული და შესასყიდი ტესტების შესახებ გააკეთა.

„ჩვენ ამ ეტაპზე ადგილზე გვაქვს Pcr-ის 2,000 ტესტი ოქროს სტანდარტის და დამატებით 10,000 რომელიც უკვე შემოსულია. გზაშია 18, 000 ათასი ტესტი. საერთო შეკვეთის რაოდენობა 84,000 ათასია.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს – ანტისხეულზე, ადგილზეა 4,000 ცალი და გზაში არის  20, 000. გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით ჩვენ ველოდებით  24, 0000 ათას ტესტს ჯამში. ის სწარფი ტესტები, რომლებსაც მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან და რომლებსაც ფრთხილი გამოყენება და მეტი მეთვალყურეობა სჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სულ ვიმეორებთ, რომ მნიშვნელოვანია ხარისხის და ოქროს სტანდარტის დაცვა, ასეთების რაოდენობა ახლა არის 2,000 ცალი და 52 ათასი ცალი არის გზაში. საერთო  შეკვეთის რაოდენობა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ იქნება დადასტურებული უსაფრთხო და მაღალი სანდოობის სტანდარტი.  ჩვენ გვაქვს გეგმაში რომ 200 ooo შემოვიტანოთ ქვეყანაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.