ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პუბლიკა

აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.

ჩეჩინს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობაში ედებოდა ბრალი. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდეს.

ანტონ ჩეჩინისთვის ბრალად წარდგენილი მუხლი 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩეჩინი 3 დეკემბერს დააკავეს. დაკავებას წინ იძღოდა 18 ნოემბრის შემთხვევა, რა დროსაც, მისი თქმით, ის აქციიდან პოლიციის განყოფილებასთან გადაიყვანეს და დაემუქრნენ, რომ შეეწყვიტა მას საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება.

ნახეთ „პუბლიკის” მიერ მომზადებული მასალები ჩეჩინის საქმეზე:

  • ანტონ ჩეჩინის განცხადება მის დაკავებასთან დაკავშირებით | ვიდეო;
  • ანტონ ჩეჩინი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე | ბმული 1; ბმული 2; ბმული 3;
  • პირად ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილე პოლიციელი არჩილ ნაცვლიშვილი | ვიდეო; ბმული 1; ბმული 2;
  • არჩილ ნაცვლიშვილი: „დარტყმა და ცემა-ტყეპა არ ყოფილა. იყო გაკავება”, შეიძლება რაღაც მომენტში გიორგი ჩიკვაიძემ კისერში ხელი მოხვია” | ვიდეო;
  • თარჯიმანი შორენა ტაბატაძე ანტონ ჩეჩინის საქმეზე | სტატია; ვიდეო;
  • პოლიციელ გიორგი ჩიკვაიძის დაკითხვა | ვიდეო;
  • ანტონ ჩეჩინი გიორგი ჩიკვაიძეს: „გახსოვთ, რომ ჩამარტყით კისერში? სახეში შემომარტყით მეტრომანი?” | ბმული;
  • პოლიციელ ზურა რუსიშვილის დაკითხვა | ვიდეო; ბმული;
  • ზურა რუსიშვილი მედიის კითხვებს არ პასუხობს | ვიდეო;
  • ადვოკატი: ანტონ ჩეჩინს უკანონოდ აუღეს ნერწყვი, რაც შემდგომ დაიტანეს შესაფუთ მასალაზე | სტატია;
  • ანტონ ჩეჩინის საქმეზე ნეიროქირურგი დაიკითხა | რა თქვა ედიშერ მაღალაშვილმა | სტატია; ბმული;
  • „რა მოხდა რეალურად?” | დასკვნითი სიტყვა ანტონ ჩეჩინის საქმეზე | სტატია;
  • არიან თუ არა თარჯინები ნეიტრალური მოწმეები | ვიდეო;
  • ანტონ ჩეჩინის ცოლის ჩეჩინის ბიოგრაფიაზე | ბმული;