დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება.
„გუშინ საქართველომ დაკარგა გენიალური ფოლკლორისტი, ქართული ხალხური მუსიკის მოამაგე და საზოგადო მოღვაწე, ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილი. მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე, მართლაც რომ, ფასდაუდებელია. ანზორ ერქომაიშვილმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა ხალხურ მრავალხმიან მუსიკას, ჩვენს ყველაზე ძვირფას საგანძურს და მთელ მსოფლიოს გააცნო ქართული მუსიკისა და ქართული გენის სიდიადე. ჩვენი, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბ-ნ ანზორი დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.