ანზორ მელია - 47%, მამუკა წოწერია - 53% | ზუგდიდში დათვლილია უბნების 30%

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდზე არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ზუგდიდის 109 უბნიდან დათვლილია უბნების 30.275%. ხმები კანდიდატებს შორის ასე ნაწილდება:

ანზორ მელია – 47%;

მამუკა წოწერია – 53%.

არჩევნების პირველ ტურში ანზორ მელიამ ხმათა 48.17%; მამუკა წოწერია კი 40.01% მიიღო.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 თვითმმართველ თემსა და 24 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს.