რამდენიმე დღეში NASA (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო) პროგრამა Artemis-ის მეორე ფაზის, Artemis II -ის დაწყებას გეგმავს.
Artemis II-ისთვის რამდენიმე პოტენციური გაშვების თარიღია განსაზღვრული, რომელთაგან ყველაზე ადრეული დაგეგმილია 1 აპრილს, საღამოს 6:24 საათზე. გაშვების სხვა შესაძლო თარიღები მოიცავს 2-6 აპრილს და 30 აპრილს.
ეკიპაჟიანი მისია გაემართება მთვარის გარშემო, რომელმაც საფუძველი უნდა მოუმზადოს მთავარ მიზანს – ადამიანის დაშვებას და შემდგომ “დაფუძნებას” მთვარეზე.
მისია გამოცდის იმ ძირითადი სისტემებს, რომლებიც საჭირო იქნება მთვარეზე ადამიანის დასაჯდომად. ეს მოიცავს Artemis II-ის გამშვებ ხომალდს – რაკეტა Space Launch System (SLS)-ს და მის ეკიპაჟის კაფსულას – Orion-ს.

მისია დაახლოებით 10 დღეს გაგრძელდება და ასტრონავტებს იმაზე შორს წაიყვანს, ვიდრე ოდესმე ვინმეს ადამიანის კოსმოსური ოდისეის ისტორიაში.
Artemis II-ის ეკიპაჟი 4 კაცისგან შედგება: ამერიკელები – მეთაური რიდ ვაისმენი, პილოტი ვიქტორ გლოვერი, მისიის სპეციალისტი კრისტინა კოხი და მეორე სპეციალისტი, კანადელი ჯერემი ჰანსენი.

როგორც კი ისინი უსაფრთხოდ გავლენ ორბიტაზე, ასტრონავტები გამოსცდიან, როგორ იმართება Orion-ი. ეს მოიცავს კაფსულის ხელით მართვას მომავალი მისიისთვის – მთვარეზე დასაშვებად. შემდეგ ისინი გაემართებიან მთვარის მიღმა ათასობით კილომეტრის დაშორებულ წერტილამდე, შემოუფრენენ მთვარის “ბნელ მხარეს” (დედამიწიდან ყოველთვის მთვარის მხოლოდ ერთი მხარე ჩანს) რა დროსაც კონტროლის ცენტრთან კონტაქტსაც დაკარგავენ.
ასტრონავტების მთვარეზე დაეშვებიან Artemis IV მისიის ფარგლებში, რომელიც 2028 წლისთვისაა დაგეგმილი. მანამდე NASA გეგმავს კიდევ ერთ ეკიპაჟიან სატესტო მისიას, Artemis III-ს, 2027 წელს, რათა გაიაროს Orion-ის შეხვედრისა და დოკირების რეპეტიცია ერთ ან მეტ მთვარის დასაჯდომ მოდულთან და გამოსცადოს ახალი სკაფანდრები, თუ ისინი ამ დროისთვის მზად იქნება.
NASA-მ Artemis-ისთვის ორი კონკურენტი კომერციული დასაჯდომი მოდული შეარჩია: SpaceX-ის Starship-ი და ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის მიერ შექმნილი ხომალდი; სააგენტო მოგვიანებით გადაწყვეტეს რომელი ხომალდი რომელ მისიას შეასრულებს. როდესაც Artemis IV გაფრინდება, ასტრონავტები მთვარის სამხრეთ პოლუსისკენ გაემართებიან.
ამის შემდეგ, განზრახულია კიდევ ერთი დაშვება 2028 წლის ბოლოს Artemis V მისიით, რათა შეიქმნას მთვარეზე ადამიანის ხანგრძლივი ყოფნის შესაძლებლობა. Artemis-ის შემდგომი მისიები ფოკუსირებული იქნება მთვარის ბაზის მშენებლობაზე და ეკიპაჟების რეგულარულ ფრენებზე მთვარის ზედაპირზე. მისიას ნელ-ნელა მეტი ქვეყანა შეუერთდება – სხვადასხვა ქვეყნის ასტრონავტების მზარდი ჯგუფი იცხოვრებს და იმუშავებს მთვარეზე და მის გარშემო, ხანგრძლივი პერიოდით.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მთავარეზე ადრეც ყოფილან, პროგრამა Artemis განსაკუთრებული მისია აკისრია. მთლიანობაში ადამიანის ყოფნა მთვარეზე 12 დღეს არ აღემატება, და სამეცნიერო კვლევით სამუშაოების მხოლოდ უმცირესი ნაწილია შესრულებული.
ცხადია, ათწლეულების მანძილზე მთვარეს რობოტული მისიებიც იკვლევდნენ, თუმცა ადამიანს კლვევა შეუძლია უფრო სწრაფად, მოქნილად და ინტუიტურად. მთვარე იქნება სატესტო მოედანი იმ ტექნოლოგიებისა და უნარებისაც, რომელიც საჭიროა მომავალი სუპერამბიციური კოსმოსური მისიებისთვის – მათ შორის ადამიანის გამგზავრებისთვის მარსზე.