აპრილში ფულადი გზავნილები გასულ წელთან შედარებით 42.3%-ით ნაკლებია – ეროვნული ბანკი

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადმა 79.1 მლნ აშშ დოლარი (250.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.3%-ით (58.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.6% იმ 12 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 89.0% მოდიოდა.