აქ გამოსაძიებელი არაფერი არ არის - გომელაური შოვზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

პუბლიკა

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ გამოსაძიებელი არაფერი არ არის.

„შექმნან – შექმნან თვითონ. ვერ ვეტყვი, ან არ შექმნან – არ შექმნან, რაც უნდათ, ის გააკეთონ, აქ გამოსაძიებელი არაფერი არ არის“, – აცხადებს ის.

შოვში ბუნებრივი კატასტროფის შემდეგ ოპოზიცია გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია. ამ ინიციატივას არ ეთანხმება „ქართული ოცნება“.

შსს-ს ცნობით გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით – 116-ე და 240-ე, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.