აქ ომში თქვენს ჩასართავად არ ვართ, პირიქით, გვსურს თქვენი ქვეყანა სწორ გზაზე ვიხილოთ - ვიოლა ფონ კრამონი

პუბლიკა

„ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავითრიოთ, პირიქით, გვსურს, თქვენი ქვეყანა სწორ გზაზე ვიხილოთ, რაც არის გზა ევროკავშირისკენ“ – უთხრა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტარების და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დასრულდა.

მისი თქმით, არსებობს კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მაგიდაზე დევს.

„ჩვენ ყველამ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ თქვენს ქვეყანაში, პერსონალურად, პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად. გვსურს, რომ ის, რაზედაც შეთანხმება მოხდა, მაგალითად შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება, შესრულდეს, ეს არის ევროკავშირთან ურთიერთობების საფუძველი” – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.

დღეს საქართველოს ევროპარლამენტართა დელეგაცია ეწვია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება პერიოდულად ტირაჟირებს კონსპირაციულ თეორიას, თითქოს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს საქართველოს ომში ჩათრევა სურს. ამ თეორიას აშშ-ის ელჩმა უკვე უწოდა რუსული დეზინფორმაცია.