რესპუბლიკური კლინიკის ექიმი-რეანიმატოლოგი გულიკო ქილიფთარი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ის მედიას ეუბნება, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია.
ქილიფთარმა ასევე განმარტა თავდაპირველი განცხადება ციხის საავადმყოფოში მისი ყოფნის შემთხვევითობის შესახებ.
„სასიცოცხლო მაჩვენებლები არის გამოსწორებული. პაციენტი კონტაქტურია, ცნობიერება აქვს ადეკვატური. არეტრიული წნევა, ჰემოდინამიკა, ოქსიგენაცია, ვენტილაციის პარამეტრები – ეს ყველაფერი არის გამოსწორებული და მოწესრიგებული. კონტაქტურია.
წეღან იყო კითხვა და მინდა გითხრათ, აქ ყოველ დღე მორიგეობს რეანიმატოლოგი და მორიგე ბრიგადა. მე დღეს მხოლოდ მომიწვიეს საკონსულტაციოდ და ამასთან, მას მე პირადად ვიცნობ 2007 წლიდან და დღეს მოხდა დამთხვევა. ხაზი გავუსვი, რომ იქ მორიგეობს რეანიმატოლოგი ყოველ დღე, რომ ასეთი შემთხვევითი გართულებების და მოვლენებსი დროს ისინი არიან მზადყოფნაში.
ის ეკრანზე უყურებს, რა ხდება აქ, გვესაუბრება…ვტპვებთ რეანიმაციულ განყოფიელაბში, იქნება მუდმივი დაკვირვების ქვეშ. სჭირდება მონიტორინგი.
ამდენი ხნის შიმშილი იწვევს უამრავ ცვლილებას ორგანიზმში და გარკვეულ ცვლილებას იწვევს სისტემაში“, – განაცხადა გულიკო ქილიფთარმა.