“საქართველოს კაპიტალმა“ განათლების სექტორში მორიგი ინვესტიცია განახორციელა

რეკლამა

2021 სასწავლო წლის დასაწისს ორი ახალი სკოლით ხვდება

საინვესტიციო კომპანიამ „საქართველოს კაპიტალიგანათლების სექტორში ინვესტირების გაგრძელების შესახებ განაცხადა. საინვესტიციო კომპანიის სგანმანათლებლო მიმართულებას ორი ახალი სკოლა დაემატა: ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები“ დიდ დიღომში და მწვანე სკოლისახალი, მეორე კამპუსი ნაძალადევის რაიონში.

„ქარულ-ავსტრიული სკოლა ფესვები 2011 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს საგანმანათლებლო სექტორში. სკოლა გამოირჩეინტერაქიული სასწავლოპროგრამით, რომელიც გულისხმობს მოსწავლეებთან ინდივიდუალურ მიდგომა და მათი უნარჩვევების სრულ რეალიზებას. სკოლამდებარეობს დიდ დიომში და აღჭურვილია თანამედროვე საკლასო ოთახებით, საცურაო აუზითა და ღია სტადიონით რომელიც გამწვანებულ 1.5 ჰექტარზეა განთავსებული.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ამ შეთანხმებით, ჩვენს სკოლას შესაძლებლობა ეძლევა შეუერთდეს „საქართველოს კაპიტალის“ საგანმანათლებლო გუნდს და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს“ განაცხადა ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვების დირექტორმა, მანანა გვირჯიშვილმა.

ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები

„მწვანე სკოლის“ ქსელი 2021 სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. დიღმის კამპუსს დაემატა ახალი სასწავლო კორპუსი და ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა: შიდა და გარე ჩოგბურთისკორტები. „მწვანე სკოლის“ ქსელს ასევე დაემატა, ახალი, მეორე კამპუსი. ახალი კამპუსი ნაძალადევის რაიონში, ისტორიულ რეკრეაციულ ზონაში, ხუდადოვის ტყეში, 5 ჰექტარზეა გაშლილი. სკოლის შენობა 600 მოსწავლეზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებით არის გარემონტებული და მოწყობილი. ახალ კამპუსში ბავშვები ჯანსაღ გარემოში შეძლებენ განვითარებას და განათლების მიღებას. მწვანე სკოლას ამ ეტაპზე 1,300-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს და სკოლაში 150-ზე მეტი მაღალკვალიფიციური მასწავლებელია დასაქმებული. მწვანე სკოლა ნაძალადევში“ მოსწავლების მიღება ბაღის ასაკიდან მე-6 კლასის ჩათვლით დაწყებულია და 2021 წლის სექტემბრიდან სკოლა მოსწავლეების პირველ ნაკადს ელოდება.

მწვანე სკოლა ნაძალადევის კამპუსი

ბაკურ სულაკაური, მწვანე სკოლის“ დამფუძნებელი და „საქართველოს კაპიტალის“ პარტნიორი: „სასიხარულოა რომ საქართველოს კაპიტალთან“ ერთად ვაგრძელებთ განვითარებას და დასახული მიზნების სისრულეში მოყვანას. ჩვნი თანამშრომლობისფარგლებში დასახული გვაქვს მომავალი განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაცგვინდა მაღალი ხარისხის განათლება, უსაფრთხო გარემო და ინფრასტრუქტურა საქართველოში კიდევ უფრო ფართო მასშტაბზე გავხადოთ ხელმისაწვდომი.“

ირაკლი გილაური, “საქართველოს კაპიტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი: „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „საქართველოს კაპიტალმა“განათლების სექტორში მორიგი ინვესტიცია განახორციელა. ეს ინვესტიცია წინ გადადგმული ნაბიჯია „საქართველოს კაპიტალის“ სამომავლო გეგმების განხორციელებაში. ვგეგმავთ განვაგრძოთ ინვესტირება საგანმანათლებლო მიმართულებით და ხელი შევუწყოთ ამ სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.“

საქართველოს კაპიტალის შესახებ:

საქართველოს კაპიტალი (Georgia Capital) არის საინვესტიციო პლატფორმა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა სექტორებში, კონკრეტული ბიზნესის განვითარების მიზნით. ამჟამად განხორციელებული აქვს არაერთი ინვესიტიცია ქვეყნის წყალმომარაგების, განახლებადი ენერგიის, საცხოვრებლის განვითარების,  სტუმართმოყვარეობის და კომერციული უძრავი ქონების ბიზნესის მიმართულებით. ასევე, ქონებისა და შემთხვევების დაზღვევის, სასმელების და საგანმანათლებლო ბიზნესში. საქართველოს კაპიტალის აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, პრემიუმ სეგმენტში. საინვესტიციო კომპანია მუდმივად ეძებს შესაძლებლობას მოიზიდოს და განახორციელოს ინვესტიცია საქართველოში, განვითარების პოტენციალის მქონე ბიზნეს მიმართულებებში.