პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ხვალინდელ გეგმებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ხვალ აქცია გაიმართება თბილისში სამ ადგილას.
„ხვალ გაიმართება მომდევნო საპროტესტო, მწვავე აქცია თბილისში. ხვალ გაიმართება აქცია-მსვლელობა ავტოკოლონებით. შეკრების ადგილი იქნება სამი. 2 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ეს არის ერთი ლოკაცია. შევიკრიბებით აღმაშენებლის ხეივანზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ეს მეორე ლოკაცია. მესამე ლოკაცია კი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი, კახეთის გზატკეცილზე. ევროკავშირის და საქართველოს დროშებით, ასევე სიგნალებით გავაპროტესტოთ რუსული რეჟიმის არაადამიანური სახე, “- განაცხადა ნიკა მელიამ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, რომლებიც დღეს გამართულ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას.