აქცია მუზეუმთან | რა მოთხოვნები აქვთ გათავისუფლებულ თანამშრომლებს

პუბლიკა

„სოლიდარობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და გათავისუფლებულ თანამშრომლებს“ – მუზეუმთან მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

„ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას და ვიწყებთ კოლექტიურ დავას. თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ შეთანხმებას წავალთ გაფიცვაზე. ახლა უკან დახევის დრო არ არის”, – განაცხადა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ წიქარიძემ.

მისივე თქმით, მათ აქვთ რამდენიმე მოთხოვნა:

  • მუზეუმის ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზარდოს 100%-ით;
  • პროფესიულ კავშირთან გაფორმდეს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება;
  • დასაქმებულებს მიეწოდოთ რეორგანიზაციის შესახებ სრული ინფორმაცია;
  • გათავისუფლებული ყველა თანამშრომლის სამსახურში აღდგენა:
  • არქეოლოგებისთვის ნებართვების გაცემა;

24 მაისს სიმონ ჯანაშიას მუზეუმიდან 22 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს ხელს დირექტორის მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი აწერს, რომელიც სამუზეუმო სისტემაში რამდენიმე თვის წინ თეა წულუკიანის მიერ დაინიშნა.