„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ აქტივისტებს, რომლებიც „მონას“ ეძახდნენ, შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა, რასაც „ოცნების ოფისთან“ შეკრებილ აქტივისტებში ხმაური მოჰყვა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან 12 პირი დააკავეს.
როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომები მიმდინარეობს.