რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია მოსამართლემ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, თუმცა მას სიტყვიერი შენიშვნა მისცა. როგორც ადამიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მტკიცებულებებსა და ჩვენებებში სხვა დეტალები იყო წარმოდგენილი.
„მხოლოდ ვიდეომტკიცებულება იყო ერთი, სადაც საერთოდ სხვა რაღაცები იყო ჩაწერილი, მე არ ვიყავი ის ადამიანი. მეორე მხრივ, ჩვენებებში მოცემულია, რომ ჭიჭინაძის ქუჩაზე მწვანემაისურიანი პიროვნება დადიოდა და იგინებოდა. მე მწვანე მაისური მეცვა, მაგრამ ზემოდან მეცვა ქურთუკი, რომელიც სულ ფარავდა ამ მაისურს, მერე გამოჩნდა, როცა გამხადეს და დამახიეს თავზე”, – განაცხადა მან.
გურამ ადამია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ სცემა და დააკავა. ის მოგვიანებით იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს.