რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ სკოლის მოსწავლეს, სანდრო ჯოხაძეს სასამართლომ 2 200 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ინფორმაცია „პუბლიკას” საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.
სანდრო ჯოხაძის სასამართლო დღეს გაიმართა, მან თქვა, რომ ვერ იცნო ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც დღეს ჩვენება მისცა. საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავდა.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პირებს, რომელთა ადმინისტრაციული საქმეც სასამართლომ უკვე განიხილა, ჯარიმა დააკისრეს.
„ლელოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და „გირჩის” წევრი, გელა ხასაია გაამტყუნეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილებში. კუპრაძე 2500 ლარით დააჯარიმეს, ხასაია – 2600 ლარით.