აქციაზე მომავალ კოლონას ცოცხები რუსთავშიც ესროლეს

პუბლიკა

რუსთავის გამოსასვლელთან, საიდანაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მოქალაქეები მოემართებიან, ხმაურია. მათი მანქანების კოლონას გზაზე სხვა მოქალაქეები დახვდნენ და ცოცხები და დროშის ტარი ესროლეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.