საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს.
ალესანდრე ქეშელაშვილი უკვე გაათავისუფლეს.
„პუბლიკის” ჟურნალისტი პოლიციამ ძალადობით დააკავა.
როგორც ჟურნალსიტი ამბობს, არის ნაცემი, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ საავადმყოფოში.
პოლიციამ ალექსანდრე ქეშელაშვილს წაართვა კამერები.
„მცემეს, დამაკავეს, კამერები წამართვეს. მივყავარ ჯეო ჰოსპიტალში. დაკავებული ვიყავი. ცხვირი მაქვს გატეხილი. თავზეც ვნახავ, რომ გადამიყვანენ. ჩემზე უარესად იყვნენ სხვები, მაგრამ მეც კარგად მირტყეს, კი”. – ამბობს ლექსო ქეშელაშვილი.